"შესაძლოა, რომ ახალი კვარაცხელია გახდეს" - აფრიკელი ექსპერტი უკრაინელ ფეხბურთელზე » სპორტის ხაზი

"შესაძლოა, რომ ახალი კვარაცხელია გახდეს" - აფრიკელი ექსპერტი უკრაინელ ფეხბურთელზე

"შესაძლოა, რომ ახალი კვარაცხელია გახდეს" - აფრიკელი ექსპერტი უკრაინელ ფეხბურთელზე
27-05-2023, 15:59
Aa Aa
გაზიარება:

Casanapoli-ის ვებგვერდზე გამოქვეყნდა აფრიკელი საფეხბურთო ექსპერტის, კერძოდ მალუ მპანსიკატუს კომენტარი, რომელიც ერთ-ერთ უკრაინელ ფეხბურთელს ახალ ხვიჩა კვარაცხელიად გადაქცევას უწინასწარმეტყველებს:

"ახალი ხვიჩა კვარაცხელია? - მე ძალიან მომწონს არტიომ დოვბიკი, რომელიც მემარცხენეა და თვალები მუდმივად გოლის გატანისკენ აქვს მიმართული, ხოლო ვინც ამას აკეთებს, ის ყოველთვის ყურადღების ცენტრშია."

"დოვბიკის შესახებ არც ისე ბევრს საუბრობენ მედიაში, რატომღაც ვერავინ რისკავს მასზე დაწერას. მიუხედავად ამისა, ის ძალიან ძლიერი მოთამაშეა და ვინც მის შეძენას გადაწყვეტს, ის ახალ კვარაცხელიას მიიღებს."
- თქვა მალუმ

ცნობისთვის, 25 წლის არტიომ დოვბიკი ამ ეტაპზე დნიპრო 1-ის ფეხბურთელია და უკრაინის უმაღლეს ლიგაში თამაშობს. მას ამ სეზონში თავისი კლუბის მაისურით შიდა ჩემპიონატში 28 თამაშში 24 გოლი და 4 საგოლე პასი აქვს მითვლილი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი