"აუირელიო დე ლაურენტისს ფეხბურთის შესახებ არაფერი გაეგება" - ანტონიო კასანო » სპორტის ხაზი

"აუირელიო დე ლაურენტისს ფეხბურთის შესახებ არაფერი გაეგება" - ანტონიო კასანო

"აუირელიო დე ლაურენტისს ფეხბურთის შესახებ არაფერი გაეგება" - ანტონიო კასანო
26-05-2023, 15:15
Aa Aa
გაზიარება:

იტალიურ მედიაში ვრცელდება რომასა და მადრიდის რეალის ყოფილი მოთამაშის, ანტონიო კასანოს კომენტარი, რომელშიც მან ნაპოლის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ღიად და საჯაროდ გააკრიტიკა:

"ყველამ ვიცით, რომ ის კინოპროდიუსერია და ამ საქმეში ფენომენალურად მუშაობს, თუმცა რამდენადაც კარგია იქ, იმდენაც ცუდია საფეხბურთო განათლების თვალსაზრისით, მას ფეხბურთში საერთოდ არაფერი გაეგება. ლუჩანო სპალეტიმ ნაპოლიში გენიალურად იმუშავა და გუნდს სკუდეტო მოაგებინა, დე ლაურენტისი კი მხოლოდ საკუთარ თავზე საუბრობს."

"იცით რა იქნება უკეთესი? - ის, რომ დე ლაურენტისმა სპალეტის დატოვების შესახებ განცხადება საჯაროდ გააკეთოს. ზუსტად ვიცი, რომ ლუჩანო გუნდში დარჩება და არსადაც არ წავა, უბრალოდ აურელიომ ამაზე ხმა უნდა ამოიღოს და საკუთარ თავზე საუბარს შეეშვას."
- თქვა კასანომ

ცნობისთვის, მედიაში ვრცელდება რამდენიმე სპეციალისტის გვარი, რომლებსაც სპალეტის ჩანაცვლებას უწინასწარმეტყველებენ და ესენი ლუის ენრიკე, რაფა ბენიტესი, ჯან პიერო გასპერინი, ანტონიო კონტე და სხვები არიან.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი