დამაბრკოლებელი მიზეზი - რა აფერხებს ლუის ენრიკეს ნაპოლის მწვრთნელად დანიშვნას? » სპორტის ხაზი

დამაბრკოლებელი მიზეზი - რა აფერხებს ლუის ენრიკეს ნაპოლის მწვრთნელად დანიშვნას?

დამაბრკოლებელი მიზეზი - რა აფერხებს ლუის ენრიკეს ნაპოლის მწვრთნელად დანიშვნას?
26-05-2023, 11:42
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე საათის წინ, Spazionapoli-მ სტატია ლუჩანო სპალეტის შემცვლელზე, ლუის ენრიკეზე გამოაქვეყნა და ის გარემოება გაგვიმხილა, რაც ასტურიელი სპეციალისტის ნაპოლიში მთავარ მწვრთნელად დანიშვნის პროცესს აფერხებს:

"ნაპოლის სამომავლოდ მწვრთნელი ჯერ შერჩეული არ ჰყავს. ბოლო თამაშებში სპალეტის შეეძლო, რომ გულშემატკივრებსა და ფეხბურთელებს დამშვიდობებოდა, რომელთან ერთადაც კლუბმა საოცარი თავგადასავალი გამოიარა, რაც იტალიის ჩემპიონატის მოგებით დასრულდა. სავარაუდოა, რომ მსგავსი რამ ახლო წლებში აღარ მოხდება."

"რაც შეეხება აურელიო დე ლაურენტისს, ის მოცდას არ აპირებს და ახალ კანდიდატებთან კონტაქტზე უკვე გავიდა. მაგალითისთვის, ერთ-ერთი ვარიანტი ლუის ენრიკეა, რომელიც ნაპოლის პრეზიდენტის ფავორიტთა სიაში იმყოფება. აურელიოს სურვილია, რომ კლუბმა საერთაშორისო დონეზე ფეხბურთელებისა თუ მწვრთნელების მიღება განაგრძოს, ასტურიელი სპეციალისტი კი ამ წინაპირობას კარგად ერგება."

"მიუხედავად ამისა, ენრიკე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული მწვრთნელია, ნაპოლის ბიუჯეტიდან გამომდინარე კი რამდენად მოხდება მისი ხელფასის შესაბამის დონეზე დაფარვა ჯერ კლუბში არ იციან."
- წერს გამოცემა


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი