"გეტყვით თუ რა მოხდა დე ლაურენტისსა და სპალეტის შორის" - იტალიელი ჟურნალისტი » სპორტის ხაზი

"გეტყვით თუ რა მოხდა დე ლაურენტისსა და სპალეტის შორის" - იტალიელი ჟურნალისტი

"გეტყვით თუ რა მოხდა დე ლაურენტისსა და სპალეტის შორის" - იტალიელი ჟურნალისტი
26-05-2023, 11:27
Aa Aa
გაზიარება:

იტალიურ მედიაში ვრცელდება ადგილობრივი სპორტული ჟურნალისტის, ჯანკარლო დოტოს კომენტარი, რომლის მიხედვითაც იმ მიზეზს ვიგებთ, რის გამოც ლუჩანო სპალეტისა და აურელიო დე ლაურენტისს ურთიერთობა დაეძაბათ:

"სუბიექტურ მსჯელობად ნუ ჩამითვლით, უბრალოდ სამყაროში არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა რაღაც მიზეზების გამო ვერ ექნებათ. სწორედ ასეთები არიან სპალეტი და აურელიო, ისინი ხასიათებით სხვადასხვა პოლუსზე იმყოფებიან და მათ შორის შუამავალი აქამდე ჯუნტოლი იყო, რომელიც სიტუაციას ყოველთვის აბალანსებდა." - თქვა დოტომ

სხვათაშორის, ჯანკარლომ თავისი ვარაუდი პარტენოპეის მომავალი დამრიგებლის შესახებაც გამოთქვა. მისი აზრით, მომდევნო მწვრთნელი ანტონიო კონტე ან რაფაელ ბენიტესი იქნება:

"დაზუსტებით რამის თქმა რთულია, თუმცა დე ლაურენტისი და რაფაელ ბენიტესი მეგობრები არიან, ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა აქვთ. გარდა ამისა, ლოგიკური იქნებოდა ანტონიო კონტეს ვარიანტის დასახელებაც. ვფიქრობ, არჩევანი სწორედ ამ ადამიანებს შორის გაკეთდება."


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი