"მილანმა გიორგი მიქაუტაძის სანაცვლოდ მეცს 10 მილიონი ევრო შესთავაზა" - Foot Mercato » სპორტის ხაზი

"მილანმა გიორგი მიქაუტაძის სანაცვლოდ მეცს 10 მილიონი ევრო შესთავაზა" - Foot Mercato

"მილანმა გიორგი მიქაუტაძის სანაცვლოდ მეცს 10 მილიონი ევრო შესთავაზა" - Foot Mercato
25-05-2023, 17:34
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე წუთის წინ, Foot Mercato-მ ქართველი გულშემატკივრებისთვის განმაცვიფრებელი სტატია გამოაქვეყნა.

როგორც აღნიშნული წყარო წერს, მილანმა მეცს ქართველი ფორვარდის, გიორგი მიქაუტაძის სანაცვლოდ 10 მილიონი ევრო შესთავაზა!

საგულისხმოა, რომ გიორგი მიქაუტაძისადმი მილანის ინტერესის შესახებ აქამდეც იწერებოდა, თუმცა ამ ყველაფერს მასშტაბური სახე არ მიუღია.

ამდენად, გარკვეული პაუზის შემდეგ ქართველი ფეხბურთელი სტეფანო პიოლის გუნდს კვლავ დაუკავშირეს. როგორც აქამდე იწერებოდა, მილანელებს სურთ, რომ ოლივიე ჟირუს შემცვლელი მონახონ, რადგან ფრანგს ასაკი უკვე ძალიან ეტყობა და მისი ახალგაზრდა ფეხბურთელით ჩანაცვლებაა საჭირო.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი