როგორც Calciomercato-მ დაწერა, მილანს ლაციოს სერბი ნახევარმცველის, სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის შეძენა სურს, თუმცა ამისთვის ერთი რამ აუცილებლად უნდა მოხდეს.
ამავე წყაროს ინფორმაციის მიხედვით, სერგეის შესაძლებლობებით განსაკუთრებით მოხიბლულია როსონერის ტექნიკური დირექტორი პაოლო მალდინი, რომელიც ლაციოს სერბი მოთამაშის თაობაზე შეთავაზებას იმ შემთხვევაში გაუკეთებს, თუ მილანი 2023/2024 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს.
აღსანიშნავია, რომ მილანელებს სერგეის შესაძენად 40 მილიონი ევრო უკვე გადადებული აქვთ და სეზონის დასრულებას ელიან. თუ მილანი სერია A-ს ოთხეულში დაასრულებს, მაშინ ლაციოს წინადადება დანამდვილებით მიუვა.
ცნობისთვის, სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩს რომაული კლუბის მაისურით ამ სეზონში ყველა ტურნირზე 9 გოლი და 8 საგოლე პასი აქვს მითვლილი.