ოფიციალურად | რის გამო დააკავეს ნაპოლის 6 გულშემატკივარი? » სპორტის ხაზი

ოფიციალურად | რის გამო დააკავეს ნაპოლის 6 გულშემატკივარი?

ოფიციალურად | რის გამო დააკავეს ნაპოლის 6 გულშემატკივარი?
25-05-2023, 16:10
Aa Aa
გაზიარება:

დღეს La Gazzetta dello Sport-მა დაწერა, რომ ნაპოლის ულტრასთა დაჯგუფების 6 წევრი დააკავეს, მიზეზი კი აიაქსთან გამართულ მატჩამდე მომხდარი დაპირისპირებაა.

ამავე წყაროსგან ვიგებთ, რომ პარტენოპეის 6 გულშემატკივარი ნიდერლანდელებს თავს ორგანიზებულად დაესხნენ, რის გამოც ერთ-ერთი დაშავებულის ჰოსპიტალიზაციაც კი გახდა საჭირო.

აღსანიშნავია, რომ დაკავებულთა მხრიდან 4 ციხეშია, 2 კი შიდა პატიმრობაში იმყოფება. გარდა ამისა, გამოძიება მიმდინარეობს დამატებით 3 ულტრასთა გაერთიანების წევრზეც, რომლებსაც ბრალი იგივე საქმეში ედებათ.

შეგახსენებთ, რომ ნაპოლი და აიაქსი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ერთად ასპარეზობდნენ, სადაც სპალეტის გუნდმა აიაქსი ორჯერ, ჯერ 1:6, შემდეგ კი 4:2 დაამარცხა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი