"კონტე თუ ნაპოლიში დაინიშნა, მაშინ ხვიჩა როლის გარეშე დარჩება" - ჯან პიერო ვენტურა » სპორტის ხაზი

"კონტე თუ ნაპოლიში დაინიშნა, მაშინ ხვიჩა როლის გარეშე დარჩება" - ჯან პიერო ვენტურა

"კონტე თუ ნაპოლიში დაინიშნა, მაშინ ხვიჩა როლის გარეშე დარჩება" - ჯან პიერო ვენტურა
25-05-2023, 14:35
Aa Aa
გაზიარება:

"მოლაპარაკებებს ერთობლივად 5 სპეციალისტთან ვაწარმოებ" - თქვა დე ლაურენტისმა და ლუჩანო სპალეტისთან გზების გაყრა კიდევ უფრო განამტკიცა.

ცხადია, ამის ფონზე იტალიურ მედიაში უკვე არაერთი მწვრთნელი ახსენეს, რომელთა მომავალსაც ნაპოლიში მუშაობას უკავშირებენ. სწორედ ასეთია ანტონიო კონტე, რომელიც ახლა უმუშევარია და პარტენოპეიში დასაქმება შეუძლია.

აღსანიშნავია, რომ იტალიელი სპეციალისტის შესახებ კომენტარი გააკეთა ნაპოლის ყოფილმა დამრიგებელმა, კერძოდ ჯან პიერო ვენტურამ, რომელმაც თქვა, რომ კონტეს სათამაშო სქემაში ხვიჩა კვარაცხელიას როლი უმნიშვნელო იქნება:

"ბევრი ინფორმაცია წავიკითხე ახალი მწვრთნელის შესახებ და ცხადია, რომ დაზუსტებით ჯერ ვერავინ ვერაფერს ამბობს. ზოგმა დაწერა, რომ ნაპოლიში ანტონიო კონტე უნდა მივიდეს. ვფიქრობ, ის სათამაშო სქემას თავიდან ბოლომდე შეცვლის."

"კონტეს მუდმივი ტაქტიკა 3-5-2 გახლავთ, რომელიც ნაპოლის ტაქტიკისგან სრულებით განსხვავდება. რა თქმა უნდა, ასეთ ფორმაციაში ხვიჩა კვარაცხელიას როლი ერთიორად გაფერმკრთალდება და უმნიშვნელო გახდება."
- თქვა ვენტურამ


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი