"მონდომებულები ვართ, რომ ჩაკვეტაძე დავიტოვოთ" - სლოვანის გენერალური დირექტორი » სპორტის ხაზი

"მონდომებულები ვართ, რომ ჩაკვეტაძე დავიტოვოთ" - სლოვანის გენერალური დირექტორი

"მონდომებულები ვართ, რომ ჩაკვეტაძე დავიტოვოთ" - სლოვანის გენერალური დირექტორი
25-05-2023, 14:25
Aa Aa
გაზიარება:

2022/2023 წლების სეზონი სრულდება და ქართული ფეხბურთისთვის ერთ-ერთ მთავარ ინტრიგად ის რჩება თუ სად გააგრძელებს კარიერას ქვეყნის გამორჩეული ტალანტი გიორგი ჩაკვეტაძე, რომელსაც სლოვან ბრატისლავასთან იჯარა სულ მალე უმთავრდება.

აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა ნახევარმცველი ბოლო პერიოდში როგორც ავსტრიულ რაპიდს, ისე შოტლანდიურ აბერდინს დაუკავშირეს. სათქმელია ისიც, რომ ბელგიური გენტი, რომელსაც გიორგი ჩაკვეტაძე კონტრაქტით ჯერ კიდევ ეკუთვნის, საერთოდ არ აქტიურობს, ყოველ შემთხვევაში მათი ინტერესის შესახებ მედიაში არაფერი იწერება. შესაბამისად, დიდია შანსი იმისა, რომ გენტმა ჩაკვეტაძეზე უარი საბოლოოდ თქვას.

ამის ფონზე მედიაში სლოვანა ბრატისლავას გენერალური დირექტორის, ივან-კმოტრიკ უმცორსის კომენტარი ვრცელდება, რომლიდანაც ვიგებთ, რომ სლოვაკური გუნდი ქართველი ფეხბურთელის შესანარჩუნებლად ყველაფრის გაკეთებას აპირებს:

"გიორგი ჩაკვეტაძესთან მოლაპარაკებები ღიად მიმდინარეობს და ჩვენ ძალიან მონდომებულები ვართ, რათა ის გუნდში დავიტოვოთ. მასთან მოლაპარაკების პროცესი მთელი რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა, საბოლოო შედეგს კი ყველა ერთად ვიხილავთ."

"სამწუხაროდ, საკმაოდ რთული იქნება მისი კლუბში შენარჩუნება, თუმცა საამისოდ ენერგიის დაზოგვას არ ვაპირებთ."
- თქვა კმოტრიკმა


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი