"ვურჩევ ბარსელონაში გადმოვიდეს, რადგან...", - რობერტ ლევანდოვსკის მიმართვა იოზუა კიმიხს » სპორტის ხაზი

"ვურჩევ ბარსელონაში გადმოვიდეს, რადგან...", - რობერტ ლევანდოვსკის მიმართვა იოზუა კიმიხს

"ვურჩევ ბარსელონაში გადმოვიდეს, რადგან...", - რობერტ ლევანდოვსკის მიმართვა იოზუა კიმიხს
24-05-2023, 15:41
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, ესპანური მედია იოზუა კიმიხის ბარსელონაში შესაძლო ტრანსფერზე ხშირად წერს, მაგრამ გერმანელები ნახევარმცველის გაყიდვას არ აპირებენ, რადგან კიმიხი ბაიერნის სამომავლო პროექტში საკვანძო ფეხბურთელია.

ყველაფერი სერიოზული მას შემდეგ გახდა, რაც ბაიერნის ყოფილმა და ამჟამად კატალონიის ბარსელონას ფორვარდმა, რობერტ ლევანდოვსკიმ ყოფილ თანაგუნდელს მიმართა და ესპანეთში გადაბარგება ურჩია:

"კიმიხს ვეტყოდი, რომ ბარსელონაში გადმოსვლა ნამდვილად ღირს - აქ ბაიერნისგან განსხვავებული გარემოა. ორივე დიდი გუნდია, მაგრამ ბარსელონაში ყველაფერი სხვაგვარადაა. პირველ რიგში, რა თქმა უნდა ყოველდღიური ცხოვრება, ასევე ენა, გამოცდილება, გამოწვევები, თითქმის ყველაფერი", - განაცხადა ლევანდვოსკიმ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი