ოქროს ბურთის TOP 10 | რომელ ადგილზე გადაინაცვლა ხვიჩა კვარაცხელიამ? » სპორტის ხაზი

ოქროს ბურთის TOP 10 | რომელ ადგილზე გადაინაცვლა ხვიჩა კვარაცხელიამ?

ოქროს ბურთის TOP 10 | რომელ ადგილზე გადაინაცვლა ხვიჩა კვარაცხელიამ?
24-05-2023, 14:15
Aa Aa
გაზიარება:

გამოცემა GOAL-მა მორიგ ჯერზე გამოაქვეყნა 2022/2023 წლების ოქროს ბურთის მოგების ფავორიტთა სია, რომელშიც რამდენიმე ცვლილებაა შეტანილი.

მაგალითისთვის, კევინ დე ბრუინი აქამდე მეშვიდე ადგილს იკავებდა, თუმცა ბოლო პერიოდში კარგი თამაშის გამო მეხუთე ადგილზე გადავიდა. გარდა ამისა, შეიცვალა კარიმ ბენზემას მაჩვენებელიც, რომელმაც პოზიცია სწორედ ბელგიელ ნახევარმცველს გაუცვალა.

ცვლილებებია ხულიან ალვარესის შემთხვევაშიც, რომელმაც მე-12 ადგილიდან ტოპ 10-ში შეაღწია და მეათე ადგილს იკავებს. ასევე, შეიცვალა ხვიჩა კვარაცხელიას პოზიციაც, რომელიც ახლა მერვე ადგილზე იმყოფება, მანამდე კი ჯერ მეექვსე, შემდეგ კი მეშვიდე იყო.

იხილეთ სრული სია:

1. ლეო მესი
2. ერლინგ ჰოლანდი
3. კილიან მბაპე
4. ვინისიუს ჟუნიორი
5. კევინ დე ბრუინი
6. ვიქტორ ოსიმენი
7. კარიმ ბენზემა
8. ხვიჩა კვარაცხელია
9. რობერტ ლევანდოვსკი
10. ხულიან ალვარესი


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი