"მისი გენიალურობა რეალთან თამაშისას კარგად გამოჩნდა" - Superdeporte მამარდაშვილზე » სპორტის ხაზი

"მისი გენიალურობა რეალთან თამაშისას კარგად გამოჩნდა" - Superdeporte მამარდაშვილზე

"მისი გენიალურობა რეალთან თამაშისას კარგად გამოჩნდა" - Superdeporte მამარდაშვილზე
25-05-2023, 11:14
Aa Aa
გაზიარება:

ესპანური გამოცემა Superdeporte გიორგი მამარდაშვილის მადრიდის რეალთან ჩატარებულ ფანტასტიკურ შეხვედრას ეხმაურება და წერს, რომ ქართველის გენიალურობა სწორედ ამ შეხვედრაში კარგად გამოიკვეთა:

"გიორგის მოგერიება, რომელიც მან ფედე ვალვერდეს დარტყმის შემდეგ შეასრულა, უკვე მთელმა მსოფლიომ ნახა და ყველა შეთანხმდა, რომ საუბარი გვაქვს მსოფლიო დონის მეკარეზე, რომლის გენიალურობაც რეალთან შეხვედრაში ძალიან კარგად გამოჩნდა."

"მიუხედავად იმისა, რომ ვალენსიასა და რეალის დაპირისპირებაში არაერთი პროტაგონისტი არსებობდა, მთავარი მოქმედი პირი მაინც ქართველი მეკარე იყო, რომელმაც კლუბს 3 ქულა მთელი ძალისხმევით მოუტანა და ლა ლიგაში ადგილის შენარჩუნება კიდევ უფრო რეალური გახადა."

"მამარდაშვილმა თამაში ბოლო წუთებზე მოკლა, როდესაც კარიმ ბენზემას დარტყმული მოხდენილად მოიგერია, თანაც მაშინ, როდესაც ტონი კროოსის უზუსტეს გადაცემასა და ბენზემასთვის შექმნილ მომენტს არც არავინ ელოდა."

"ქართველი მეკარე არამარტო რეალთან, არამედ ბოლო მატჩებია საუკეთესოდ გამოიყურება. მაგალითისთვის, შეგვიძლია, რომ ვიგოში სელტასთან გამართული შეხვედრა გავიხსენოთ, სადაც ის მშვენივრად გამოიყურებოდა.

"გიორგი მამარდაშვილი ბოლო ადამიანია, რომლის დადანაშაულებაც ვალენსიას ამჟამინდელი მდგომარეობის გამო შეიძლება."
- დაწერა გამოცემამ


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი