2 მიზეზი იმისა თუ რატომ დაინიშნება ლუის ენრიკე ნაპოლიში მთავარ მწვრთნელად » სპორტის ხაზი

2 მიზეზი იმისა თუ რატომ დაინიშნება ლუის ენრიკე ნაპოლიში მთავარ მწვრთნელად

2 მიზეზი იმისა თუ რატომ დაინიშნება ლუის ენრიკე ნაპოლიში მთავარ მწვრთნელად
24-05-2023, 13:44
Aa Aa
გაზიარება:

ბოლო დღეებში ლუის ენრიკეს ნაპოლის აქტიურად უკავშირებენ, რომელსაც ლუჩანო სპალეტის ჩანაცვლებას უწინასწარმეტყველებენ.

როგორც იწერება, აურელიო დე ლაურენტისს ესპანელი სპეციალისტის კანდიდატურა 2 მიზეზის გამო მოსწონს, რომელთა მიხედვითაც ენრიკე ნაპოლის პრეზიდენტისთვის ფავორიტებს შორისაა.

საქმე ისაა, რომ ენრიკეს სერია A-ში აქამდე უმუშავია, კერძოდ რომაში (2011-2012 წლებში), რის გამოც ლუისმა როგორც იტალიის ჩემპიონატის სპეციფიკა, ისე ზოგადად იტალიური ენაც იცის. გარდა ამისა, ენრიკემ უარით გაისტუმრა ლონდონის ჩელსი, რამაც დე ლაურენტისს ენრიკესადმი კიდევ უფრო მეტი სიმპათია გაუჩინა.

შეგახსენებთ, რომ ლუის ენრიკე ბოლოს ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში მუშაობდა, საიდანაც ახალგაზრდა სპეციალისტი მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ წავიდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი