"ვინისთან, როგორც მსხვერპლთან ჩხუბი გიორგიმ და დურომ დაიწყეს" - კარლო ანჩელოტი » სპორტის ხაზი

"ვინისთან, როგორც მსხვერპლთან ჩხუბი გიორგიმ და დურომ დაიწყეს" - კარლო ანჩელოტი

"ვინისთან, როგორც მსხვერპლთან ჩხუბი გიორგიმ და დურომ დაიწყეს" - კარლო ანჩელოტი
24-05-2023, 13:37
Aa Aa
გაზიარება:

მადრიდის რეალის დამრიგებელმა, კარლო ანჩელოტიმ ვალენსიასა და რეალის შეხვედრაში ვინისიუსისთვის მიყენებული რასისტული შეურაცხყოფის ეპიზოდი გაიხსენა და თქვა, რომ ბრაზილიელთან ჩხუბი მამარდაშვილმა და მისმა თანაგუნდელმა, უგო დურომ დაიწყეს:

"რა თქმა უნდა, ესპანეთი რასისტული ქვეყანა არ არის, თუმცა ფაქტია, რომ ქვეყანაში ამის პრობლემა არსებობს. მსურს, რომ რასიზმის გამოვლინების შემთხვევაში ხელმძღვანელობამ მკაცრი გადაწყვეტილებები მიიღოს, რადგან ისინი აღარ განმეორდეს."

"ვალენსიასთან ვინისიუსი მსხვერპლი იყო მიუხედავად იმისა, რომ მას ხშირად პროვოკატორობაში სდებენ ბრალს. მესტალიაზე ვინის თავს პირველად ვალენსიას მეკარე და დურო დაესხნენ, ჩემმა ფეხბურთელმა კი თავდაცვითი ფუნქციით იმოქმედა."
- თქვა ანჩელოტიმ

შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის მესვეურებმა ვალენსია 45 000 ევროთი დააჯარიმეს. გარდა ამისა, დაკავებულია ის სამი ადამიანი, რომლებიც ვინისიუსს რასისტულ შეურაცხყოფას აყენებდნენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი