წავა თუ არა გვარდიოლა სიტიდან სეზონის ბოლოს? - იხილეთ პეპის პასუხი » სპორტის ხაზი

წავა თუ არა გვარდიოლა სიტიდან სეზონის ბოლოს? - იხილეთ პეპის პასუხი

წავა თუ არა გვარდიოლა სიტიდან სეზონის ბოლოს? - იხილეთ პეპის პასუხი
24-05-2023, 13:20
Aa Aa
გაზიარება:

მსოფლიოში ყველაზე ცნობილი და გავლენიანი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო პეპ გვარდიოლასა და მანჩესტერ სიტის შესახებ საინტერესო სტატიას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც ესპანელი სპეციალისტი ინგლისურ კლუბში კიდევ რამდენიმე წლით უნდა დარჩეს:

"2023/2024 წლების სეზონშიც მანჩესტერ სიტიში ვიმუშავებ, ამაში ეჭვს ნურავინ შეიტანთ, რადგან აქაურობის დატოვებაზე საერთოდ არ ვფიქრობ." - მოჰყავს რომანოს პეპის სიტყვები

შეგახსენებთ, რომ პეპ გვარდიოლამ სასწაული მოახერხა და ერთ-ერთ ყველაზე რთულ ჩემპიონატში, პრემიერ ლიგაში ბოლო 6 სეზონში გამარჯვება 5-ჯერ მოახერხა, რაც ფანტასტიკური მაჩვენებელია.

გარდა ამისა, აქვე გეტყვით იმასაც, რომ ინგლისის ჩემპიონატის მიჯრით სამჯერ მოგება მხოლოდ გვარდიოლამ და ალექს ფერგიუსონმა შეძლეს.



კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი