ყატარის შემდეგ მესი საკლუბო გადაწყვეტილებას მიიღებს | არსებობს 3 ვარიანტი » სპორტის ხაზი

ყატარის შემდეგ მესი საკლუბო გადაწყვეტილებას მიიღებს | არსებობს 3 ვარიანტი

ყატარის შემდეგ მესი საკლუბო გადაწყვეტილებას მიიღებს | არსებობს 3 ვარიანტი
8-10-2022, 00:00
Aa Aa
გაზიარება:

როგორც ესპანური Diario Sport წერს, ლიონელ მესი გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ სად განაგრძობს საკლუბო კარიერას, მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ მიიღებს.

როგორც იწერება, არგენტინელს სამი ვარიანტი აქვს და სამივე საკმაოდ რეალურია. პირველი, ეს ამჟამინდელ კლუბთან, "პსჟ-სთან" კონტრაქტის გახანგრძლივება და ფრანგულ კლუბში დარჩენაა. აღსანიშნავია, რომ პარიზული კლუბის ხელმძღვანელობა ამ საკითხზე უკვე მუშაობს. მეორე ვარიანტი ყოფილ კლუბში, "ბარსელონაში" დაბრუნებას მოიაზრებს, რაც გამორიცხული სულაც არაა თუ ლაპორტას სიტყვებს გავიხსენებთ: "ჩვენ ამ ოცნებას რეალობად ვაქცევთ", წერს Eurosport. რაც შეეხება მესამე ვარიანტს, ის ევროპული ფეხბურთისთვის დამშვიდობებას და ამერიკის ჩემპიონატში კარიერის გაგრძელებას მოიაზრებს, რაც უპირატესად, ფინანსური სარგებელი იქნება.

მოკლედ, მოგვიწევს, რომ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის დასრულებას დაველოდოთ, შემდეგ კი გავიგებთ, თუ რა გეგმები აქვს "ლა პულგას".


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.