Sofascore-ს ვერსიით | ზურიკო დავითაშვილი ლიგა 2-ის სიმბოლურ XI-ში ისევ მოხვდა! » სპორტის ხაზი

Sofascore-ს ვერსიით | ზურიკო დავითაშვილი ლიგა 2-ის სიმბოლურ XI-ში ისევ მოხვდა!

Sofascore-ს ვერსიით | ზურიკო დავითაშვილი ლიგა 2-ის სიმბოლურ XI-ში ისევ მოხვდა!
24-05-2023, 12:41
Aa Aa
გაზიარება:

საფრანგეთის ლიგა 2-ის 36-ე ტურის შეხვედრაში ზურიკო დავითაშვილის ბორდომ ლავალს უმასპინძლა და მეტოქე დიდი ანგარიშით, 3:0 დაამარცხა, რაშიც ქართველი ფეხბურთელის წვლილი განუზომელია.

აღსანიშნავია, რომ ზურიკომ მეტოქე გუნდის კარის აღებაც მოახერხა და თანაგუნდელს საგოლე გადაცემაც გაუკეთა, რის გამოც უცხოურმა Sofascore-მ ის 8.1 სარეიტინგო ქულით შეაფასა.

ცხადია, ასეთი წარმატებული გამოსვლის შემდეგ ქართველი ფეხბურთელი ლიგა 2-ის ტურის საუკეთესო ფეხბურთელებში მოხვდა და შესაბამისად, ზურიკო სიმბოლურ XI-შიც შეიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ ზურიკო დავითაშვილს ბორდოს მაისურით ყველა ტურნირზე 6 გოლი და 2 საგოლე გადაცემა აქვს მითვლილი.

Sofascore-ს ვერსიით | ზურიკო დავითაშვილი ლიგა 2-ის სიმბოლურ XI-ში ისევ მოხვდა!


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი