"სპალეტი ახალ კლუბში სამუშაოდ მხოლოდ ამის შემდეგ გადავა" - Il Mattino » სპორტის ხაზი

"სპალეტი ახალ კლუბში სამუშაოდ მხოლოდ ამის შემდეგ გადავა" - Il Mattino

"სპალეტი ახალ კლუბში სამუშაოდ მხოლოდ ამის შემდეგ გადავა" - Il Mattino
24-05-2023, 12:32
Aa Aa
გაზიარება:

ფაქტს, რომ ლუჩანო სპალეტი სეზონის ბოლოს ნაპოლიდან წავა, გაოფიციალურებამდე უკვე აღარაფერი უკლია, რის შესახებაც არაერთი იტალიური წყარო რამდენიმე კვირაა უწყვეტად წერს.

როგორც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გამოცემა, კერძოდ Il Mattino წერს, ლუჩანო სპალეტის ნაპოლიდან წასვლის საკითხი აურელიო დე ლაურენტისთან შეთანხმებული ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ ჰქონდა, ფეხბურთელებს კი 64 წლის სპეციალისტმა კლუბიდან წასვლის შესახებ ინტერთან მოგებული მატჩის შემდეგ აცნობა.

ამავე წყაროს ინფორმაციით, სპალეტი ნაპოლიდან წასვლის შემდეგ აპირებს, რომ გარკვეული ხნით ფეხბურთისგან დაისვენოს, შემდეგ კი ახალი წინადადებები განიხილოს, რომელთა დეფიციტიც ლუჩანოს ასეთი სეზონის შემდეგ ნამდვილად არ ექნება.

შეგახსენებთ, რომ სპალეტი პარტენოპეის დამრიგებლად 2021 წელს დაინიშნა და თითქმის 100%-ით გადაწყვეტილია, რომ ტოსკანელი ნაპოლიში 2 წელზე მეტს აღარც იმუშავებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი