უკან არავინ ეყოლება - როგორ აისახება მამარდაშვილზე ვალენსიას დასანქცირება? » სპორტის ხაზი

უკან არავინ ეყოლება - როგორ აისახება მამარდაშვილზე ვალენსიას დასანქცირება?

უკან არავინ ეყოლება - როგორ აისახება მამარდაშვილზე ვალენსიას დასანქცირება?
24-05-2023, 12:22
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, რომ ლა ლიგაში გამართული ვალენსიასა და რეალის დაპირისპირება საკმაოდ სკანდალური გამოდგა, რომლის მიმდინარეობისას ვინისიუს ჟუნიორს მასპინძელთა გუნდის გულშემატკივრებმა რასისტული შეურაცხყოფა მიაყენეს.

ცხადია, ეს ყველაფერი რეალმა და მისმა ფეხბურთელებმა თამაშის შემდეგ საჯაროდ გააკრიტიკეს, ესპანეთის ჩემპიონატის მესვეურებს კი მკაცრი გადაწყვეტილების მიღება მოუხდათ, რათა სამართლიანობა თანაბრად გადანაწილებულიყო.

სწორედ ამიტომ, ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა ვალენსია თავისივე გულშემატკივრების უსაქციელობის გამო 45 000 ევროთი დააჯარიმა. გარდა ამისა, მომდევნო ხუთი მატჩი ცარიელი იქნება მარიო კემპესის სახელობის ტრიბუნა, რომელიც ერთ-ერთი კარის უკან მდებარეობს. შესაბამისად, მამარდაშვილს თითო ტაიმების განმავლობაში ზურგიდან ვერც ვერავინ გაამხნევებს და ვერც ვერავინ მოუწყობს ობსტრუქციას.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ლა ლიგამ ოფიციალურად განაცხადა, რომ ვინისიუს ჟუნიორისთვის მიცემული წითელი ბარათი გაუქმებულია, რადგან მატჩზე მომუშავე ვიდეო რეფერის მსაჯებმა გადაწყვეტილება არასრულ კადრებზე დაყრდნობით მიიღეს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი