"ხვიჩა ერთ-ერთ ინგლისურ კლუბში უკვე გაყიდეს" - ბრალიას სენსაციური ინფორმაცია » სპორტის ხაზი

"ხვიჩა ერთ-ერთ ინგლისურ კლუბში უკვე გაყიდეს" - ბრალიას სენსაციური ინფორმაცია

"ხვიჩა ერთ-ერთ ინგლისურ კლუბში უკვე გაყიდეს" - ბრალიას სენსაციური ინფორმაცია
24-05-2023, 12:05
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე საათის წინ, იტალიურ მედიაში ხვიჩა კვარაცხელიაზე სესნაციური ინფორმაცია გავრცელდა, რომლის ავტორიც ჯენოასა და პერუჯას ყოფილი მოთამაშე სიმონე ბრალია გახლავთ. მისი თქმით, ქართველი ფეხბურთელი პრემიერ ლიგის გუნდში უკვე გაყიდულია და ყველაფერი მალე გაოფიციალურდება:

"აურელიო დე ლაურენტისი ბიზნესმენი და მეწარმეა, ხოლო როდესაც მეწარმე მაქსიმალურ წარმატებას აღწევს, შემდეგ ის თავისი ბიზნესის გასხვისებას იწყებს. ვფიქრობ, ნაპოლის პრეზიდენტი სეზონის ბოლოს კლუბს გაყიდის. გარდა ამისა, ვფლობ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ხვიჩა კვარაცხელია ერთ-ერთ ინგლისურ კლუბში უკვე გაყიდულია." - თქვა ბრალიამ

ცხადია, სიმონეს გავრცელებული ინფორმაცია არაერთმა იტალიურმა გვერდმა გადაამოწმა, თუმცა მისი სისწორის რეალური არგუმენტის მონახვა ვერავინ მოახერხა. როგორც ჩანს, ან მხოლოდ ბრალიამ იცის კონკრეტული რამ, ან სიმონე უბრალოდ მედიის ყურადღების მიპყრობას ცდილობს. დიდია შანსი, რომ მართალი მეორე ვერსია აღმოჩნდეს.

თავის მხრივ, რაც შეეხება კლუბის ფლობასა და მის გაყიდვას, ეს სავსებით ლოგიკურია, რადგან იტალიაში არ შეიძლება, რომ ერთბაშად ორი კლუბის მფლობელი იყო, დე ლაურენტისი კი ნაპოლისთან ერთად ბარისაც ფლობს, რომელიც სერია A-ში დასაწინაურებლად იბრძვის. შესაბამისად, თუ ბარი უმაღლეს დივიზიონში კვალიფიცირდება, მაშინ აურელიოს რომელიმე კლუბის დათმობა და მართველობის სხვაზე გადაბარება მოუწევს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი