სარეკორდო სეზონი - ნაპოლის სერია A-ში ეს აქამდე არასდროს გაუკეთებია! » სპორტის ხაზი

სარეკორდო სეზონი - ნაპოლის სერია A-ში ეს აქამდე არასდროს გაუკეთებია!

სარეკორდო სეზონი - ნაპოლის სერია A-ში ეს აქამდე არასდროს გაუკეთებია!
23-05-2023, 16:56
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, ნაპოლი იტალიის ჩემპიონატის გამარჯვებული რამდენიმე ტურით ადრე ოფიციალურად გახდა, რაც კლუბმა თავის ისტორიაში ბოლოს 33 წლის წინ მოახერხა, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც გუნდში დიეგო არმანდო მარადონა თამაშობდა.

აღსანიშნავია, რომ 2022/2023 წლების სეზონი ლუჩანო სპალეტის გუნდისთვის სარეკორდო მნიშვნელობის გამოდგა, რის შესახებაც ინფორმაცია ცოტა თქვენგანს თუ ექნება.

საქმე ისაა, რომ ნაპოლიმ ისტორიაში პირველად მოახერხა და შემხვედრთაგან აბსოლუტურად ყველა გუნდის დამარცხება შეძლო.

საგულისხმოა, ერთადერთი გუნდი, რომელიც ამ რეკორდს საფრთხეს უქმნიდა ინტერი იყო, რომელიც პარტენოპეიმ ორი დღის წინ 3:1 დაამარცხა.

ცნობისთვის, ნაპოლი სერია A-ში მომდევნო შეხვედრას 28 მაისს გასლვაზე გამართავს, მეტოქე კი ბოლონია იქნება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი