ვინისიუსის საქმე - ადგილობრივმა პოლიციამ 3 გულშემატკივარი დააკავა » სპორტის ხაზი

ვინისიუსის საქმე - ადგილობრივმა პოლიციამ 3 გულშემატკივარი დააკავა

ვინისიუსის საქმე - ადგილობრივმა პოლიციამ 3 გულშემატკივარი დააკავა
23-05-2023, 16:49
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, ესპანეთის ჩემპიონატის შეხვედრაში, სადაც ერთმანეთს ვალენსია და რეალი ხვდებოდნენ, ვინისიუს ჟუნიორს მასპინძელი გუნდის მხარდამჭერებმა რასისტული შეურაცხყოფა მიაყენეს, რაზეც გამოძიება დაიწყო.

რამდენიმე წუთის წინ, ცნობილი გახდა იმის შესახებ, რომ ადგილობრივმა პოლიციამ 3 ვალენსიას გულშემატკივარი დააკავა, რომელთაც ბრალი ბრაზილიელისთვის პირად შეურაცხყოფაში ედებათ.

აღსანიშნავია, რომ გადაწყვეტილება ვალენსიამაც მიიღო, რომელიც ამავე გულშემატკივრებს სტადიონზე დასწრებასა და ვალენსიას თამაშების ყურებას სამუდამოდ აუკრძალავს.

სავარაუდოდ, ვალენსიას ასეთი გადაწყვეტილების მიღება ლა ლიგის პრეზიდენტის, ხავიერ ტებასის გამო მოუხდა, რომელიც საზოგადოებას მკაცრი ნაბიჯების გადადგმას დაჰპირდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი