"ფეხბურთში რასიზმის ადგილი არ არის, ვინი შენ გვერდით ვარ", - მამარდაშვილის მიმართვა » სპორტის ხაზი

"ფეხბურთში რასიზმის ადგილი არ არის, ვინი შენ გვერდით ვარ", - მამარდაშვილის მიმართვა

"ფეხბურთში რასიზმის ადგილი არ არის, ვინი შენ გვერდით ვარ", - მამარდაშვილის მიმართვა
23-05-2023, 16:28
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, ლა ლიგის გასულ ტურში, რეალ მადრიდის ბრაზილიელი ვარსკვლავი, ვინისიუს ჟუნიორი ვალენსიას წინააღმდეგ გამართულ მატჩში კვლავს რასიზმის მსხვერპლი გახდა.

შეხვედრის ბოლოსკენ, სამეფო კლუბის ბრაზილიელ ვარსკვლავსა და ღამურების ქართველ კარის დარაჯს შორის სიტუაცია დაიძაბა, რასაც სოციალურ ქსელში დიდი გამოეხმაურება მოჰყვა და ვინისიუსის გულშემატკივრების დიდი ნაწილი გიორგის რასიზმში ადანაშაულებდნენ.

ყოველივე ამაზე ცოტა ხნის წინ, მამარდაშვილმა სოიცალური ქსელის საშუალებით გააკეთა კომენტარი:

"ყველა ადამიანი არის თანასწორი. ეს ჩემთვის ცხოვრების ყველაზე მთავარი და პირველი წესია, რომელიც მე არასდროს დამირღვევია. ვინი, პატივისცემა ჩემგან და შენს გვერდით ვარ, იმ მომენტში კი მხოლოდ თანაგუნდელის დაცვას და მხარდაჭერას ვცდილობდი, სხვა რაიმე განზრახვა არ მქონია. ფეხბურთში რასიზმის ადგილი არ არის და ამას ყველა და ერთად უნდა ვებრძოლოთ", - წერს მამარდაშვილი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი