"კიმ მინ-ჯე მოლაპარაკებებს პარი სენ-ჟერმენთან აწარმოებს" - Corriere dello Sport » სპორტის ხაზი

"კიმ მინ-ჯე მოლაპარაკებებს პარი სენ-ჟერმენთან აწარმოებს" - Corriere dello Sport

"კიმ მინ-ჯე მოლაპარაკებებს პარი სენ-ჟერმენთან აწარმოებს" - Corriere dello Sport
23-05-2023, 16:23
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე საათის წინ, Corriere dello Sport-მა ნაპოლის კორეელი მცველის, კიმ მინ-ჯეს შესახებ დაწერა, რომლის მიხედვითაც ნაპოლის მცველი მოლაპარაკებებს მანჩესტერ იუნაიტედისა და პარი სენ-ჟერმენის წარმომადგენლებთან ერთობლივად აწარმოებს:

"არსებობს შანსი, რომ 2023/2024 წლების სეზონის სტარტზე კიმის გასამხნევებელი შეძახილები მარადონას ტრიბუნებზე ვეღარ გავიგონოთ, რადგან კორეელს ევროპაში არაერთი მსურველი გამოუჩნდა."

"როგორც მანჩესტერი, ისე პსჟ ამ ზაფხულს შეეცდება, რომ ფენერბაჰჩეს ყოფილი ფეხბურთელი ტრანსფერზე დაითანხმოს. მიუხედავად იმისა, რომ კიმის გარემოცვამ ყოველგვარი სიახლე უარყო, The Sun-მა კორეელი პსჟ-ს სულ ახლახანს დაუკავშირა და ისიც დაწერა, რომ მხარეებს შორის პირველი კონტაქტი უკვე შედგა."
- დაწერა გამოცემამ

შეგახსენებთ, რომ კიმ მინ-ჯე თურქეთის ჩემპიონატიდან ნაპოლიში სეზონის დასაწყისში 15 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა, ახლა კი მისი ფასი 50 მილიონამდეა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი