"დე ლაურენტისმა კონტესგან სამუშაოზე უარი მიიღო" - Corriere dello Sport » სპორტის ხაზი

"დე ლაურენტისმა კონტესგან სამუშაოზე უარი მიიღო" - Corriere dello Sport

"დე ლაურენტისმა კონტესგან სამუშაოზე უარი მიიღო" - Corriere dello Sport
23-05-2023, 15:25
Aa Aa
გაზიარება:

ფაქტს, რომ ლუჩანო სპალეტი სეზონის ბოლოს ნაპოლის დატოვებს გაოფიციალურებამდე უკვე აღარაფერი უკლია. შესაბამისად, დე ლაურენტისი ახალი დამრიგებლის ძიებაშია.

რამდენიმე დღის წინ დაიწერა, რომ აურელიოს ერთ-ერთი ფავორიტი კანდიდატი ანტონიო კონტე იყო, რომელიც ტოტენჰემიდან სულ ცოტა ხნის წინ წამოვიდა.

Corriere dello Sport-ის ინფორმაციის მიხედვით, ნაპოლის პრეზიდენტმა ინგლისიდან გამოთავისუფლებულ კონტეს პარტენოპეიში სამსახური შესთავაზა, თუმცა 53 წლის სპეციალისტისგან უარი მიიღო. შესაძლოა, ეს იმას უკავშირდებოდეს, რომ კონტეს მაღალი მიზნებისთვის კლუბში მუშაობა სურს, ნაპოლი კი რამდენად შეინარჩუნებს ლიდერის სტატუსს, ეს ჯერ კიდევ დავის საკითხია.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ნაპოლის გარდა კონტესა გასპერინი, ნაგელსმანი, იტალიანო, დიონისი და სხვებიც დაუკავშირეს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი