ფეხბურთელებს ემშვიდობება - აი, რატომ მიუძღვნა დი ლორენცომ გოლი სპალეტის » სპორტის ხაზი

ფეხბურთელებს ემშვიდობება - აი, რატომ მიუძღვნა დი ლორენცომ გოლი სპალეტის

ფეხბურთელებს ემშვიდობება - აი, რატომ მიუძღვნა დი ლორენცომ გოლი სპალეტის
23-05-2023, 15:09
Aa Aa
გაზიარება:

ნაპოლიმ სერია A-ში ერთ-ერთი ბოლო შეხვედრა ინტერის წინააღმდეგ საშინაო კედლებში გამართა და მეტოქე 3:1 დაამარცხა.

როგორც იცით, მარადონაზე ნაპოლის მეორე გოლი გუნდის კაპიტანმა, ჯოვანი დი ლორენცომ გაიტანა, რომელმაც ლუჩანო სპალეტისთან მიირბინა და მთავარ მწვრთნელს გადაეხვია. აი, რას წერს ამ ჟესტის შესახებ Il Mattino:

"ლუჩანო ფეხბურთელებს უკვე ემშვიდობება, რადგან ყველამ იცის, რომ სეზონის ბოლოს ის კლუბიდან წავა. სწორედ ეს გახლავთ მიზეზი იმისა თუ რატომ მიირბინა დი ლორენცომ სპალეტისთან ინტერის კარის აღების შემდეგ და გუნდის დამრიგებელს გადაეხვია. ამ ჟესტით კაპიტანი მთავარ მწვრთნელს გამოემშვიდობა." - დაწერა გამოცემამ

ცნობისთვის, იტალიური მედიის ინფორმაციით, აურელიო დე ლაურენტისი ლუჩანო სპალეტის შემცვლელად რამდენიმე ვარიანტს უკვე განიხილავს (კონტე, იტალიანო, ნაგელსმანი, გასპერინი და ა.შ).


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი