"ბრძოლისთვის მზად წლის ბოლოსკენ ვიქნები" - დვალიშვილი სეხუდოს გამოწვევაზე » სპორტის ხაზი

"ბრძოლისთვის მზად წლის ბოლოსკენ ვიქნები" - დვალიშვილი სეხუდოს გამოწვევაზე

"ბრძოლისთვის მზად წლის ბოლოსკენ ვიქნები" - დვალიშვილი სეხუდოს გამოწვევაზე
23-05-2023, 14:35
Aa Aa
გაზიარება:

UFC-ის სუპერმსუბუქი წონის წარმომადგენელი ჰენრი სეხუდო ალჯამეინ სტერლინგთან დამარცხების შემდეგ მომდევნო ბრძოლის გამართვას მერაბ დვალიშვილთან გეგმავს, რასაც მერაბმა პასუხი გასცა და თქვა, რომ ორთაბრძოლის გამართვას მხოლოდ წლის ბოლოს შეძლებს:

"ტრავმა იქამდე მივიღე, სანამ პიოტრ იანს დავამარცხებდი. დარბაზში ვვარჯიშობდი და ვიღაცას დავარტყი, რა დროსაც რამდენიმე ძვალი მოვიტეხე. ამ ეტაპზე რეაბილიტაციას გავდივარ და ვარჯიშის განახლება ექვსი კვირის შემდეგ შემეძლება, ხოლო დარტყმისთვის ჩემი ხელები მზად 3 თვეში იქნება."

"სანამ სეხუდოს შევხვდები, იქამდე ფორმა უნდა აღვიდგინო, სირბილი დავიწყო, შემდეგ კი ცურვაც. დარწმუნებული ვარ, რომ 2023 წლის ბოლოს ორთაბრძოლის გასამართად მზად ვიქნები."

"კარგად ვიცი, რომ ჰენრი ჭიდაობაში ოლიმპიური ჩემპიონია, თუმცა MMA-ის კვალობაზე მეც კარგად ვჭიდაობ, ისე კი მერბძოლი გახლავართ, შერეული ორთაბრძოლების მებრძოლი."
- თქვა დვალიშვილმა

როგორც ჩანს, მერაბისა და ჰენრის დაპირისპირება წლის ბოლოსკენ უნდა შედგეს, თუმცა ოფიციალურად ჯერ არაფერი გაფორმებულა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი