"მატჩი უნდა შეჩერებულიყო", - კარლო ანჩელოტის ვრცელი კომენტარი ვალენსიასთან მომხდარ ინციდენტზე » სპორტის ხაზი

"მატჩი უნდა შეჩერებულიყო", - კარლო ანჩელოტის ვრცელი კომენტარი ვალენსიასთან მომხდარ ინციდენტზე

"მატჩი უნდა შეჩერებულიყო", - კარლო ანჩელოტის ვრცელი კომენტარი ვალენსიასთან მომხდარ ინციდენტზე
22-05-2023, 20:16
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, ლა ლიგის გასულ ტურში, რეალ მადრიდის ბრაზილიელი ვარსკვლავი, ვინისიუს ჟუნიორი ვალენსიას წინააღმდეგ გამართულ მატჩში კვლავს რასიზმის მსხვერპლი გახდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მომხდარ ინციდენტზე კომენტარი სამეფო კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმაც გააკეთა და განაცხადა, რომ მატჩი უნდა შეჩერებულიყო.

"აქამდე არასდროს მინახავს, რომ მთელი სტადიონი რასისტულად ფეხბურთელს უყვიროდეს: მაიმუნო, მაიმუნო...

თამაშის დროს ვინისიუსს ველაპარაკე, რადგან ძალიან მძიმე და ნეგატიური გარემო იყო. მას ვკითხე, უნდოდა თუ არა მოედანზე დარჩენა, თუმცა პირადად მე მისი შეცვლა რასიზმის გამო არ მსურდა.

ასეთი რამ ჩემს კარიერაში პირველად მოხდა - ეს ყოვლად მიუღებელია! ლა ლიგას პრობლემა აქვს, რომელიც ვინისიუსი არ არის, ის უბრალოდ მსხვერპლია ამ სიტუაციაში.

ასეთ პირობებში ფეხბურთის თამაში არ შეიძლება და რომ მოგვეგო, მაშინაც იგივეს ვიტყოდი. ვინის მთელი თამაშის განმავლობაში შეურაცხყოფას აყენებდნენ და ბოლოს წითელი ბარათი მას უჩვენეს - უკვე 2023 წელია, მსგავსი სიტუაციების თავიდან ასარიდებლად რაღაც უნდა მოიფიქრონ.

ერთადერთი გზა თამაშის შეწყვეტაა, მართალია პროტოკოლი არსებობს, მაგრამ ასეთ შემთხვევაში სახლში წასვლაა საჭირო
", - განაცხადა ანჩელოტიმ.

ცნობისთვის, ვალენსიამ სხენებულ მატჩში რეალ მადრიდი 1:0 დაამარცხა, მატჩის საუკეთესო მოთამაშედ კი ღამურების ქართველი კარის დარაჯი, გიორგი მამარდაშვილი დასახელდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი