"სწორედ ამიტომ ჩავუხეტო სპალეტის ინტერთან გოლის შემდეგ", - დი ლორენცო საკუთარ შედევრზე » სპორტის ხაზი

"სწორედ ამიტომ ჩავუხეტო სპალეტის ინტერთან გოლის შემდეგ", - დი ლორენცო საკუთარ შედევრზე

"სწორედ ამიტომ ჩავუხეტო სპალეტის ინტერთან გოლის შემდეგ", - დი ლორენცო საკუთარ შედევრზე
22-05-2023, 18:10
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, ნაპოლიმ იტალიის სერია A-ს გასულ ტურში საკუთარ მოედანზე ინტერს უმასპინძლა და მეტოქე 3:1 დაამარცხა - განსაკუთრებით ლამაზი იყო მეორე გოლი, რომელიც სპალეტის გუნდის კაპიტანმა გაიტანა და აღნიშვნის დროს მთავარი მწვრთნელისკენ გაეშურა.

ამაზე კომენტარი მოგვიანებით ჟურნალისტებთან თავად დი ლორენცომაც გააკეთა:

"სივრცე ვიპოვე და დარტყმა გადავწყვიტე, რაც კარგად გამომივიდა. გუნდისთვის მნიშვნელოვანი გოლი იყო, რადგან მოგება გვინდოდა და ამიტომაც ბედნიერი ვარ.

რატომ ჩავეხუტე გოლის შემდეგ სპალეტის? ის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა როგორც ჩემთვის, ასევე გუნდისთვის - ამიტომ ჩავეხუტე მას.

მატჩამდე ბევრი ვისაუბრეთ იმაზე, რომ ინტერი იყო ამ სეზონში ერთადერთი გუნდი, რომელიც დამარცხებული არ გვყავდა
", - განაცხადა დი ლორენცომ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი