კავანი: "ჩემი შვილები კვარაცხელიაზე და ოსიმენზე ძალიან ბევრს ლაპარაკობენ" » სპორტის ხაზი

კავანი: "ჩემი შვილები კვარაცხელიაზე და ოსიმენზე ძალიან ბევრს ლაპარაკობენ"

კავანი: "ჩემი შვილები კვარაცხელიაზე და ოსიმენზე ძალიან ბევრს ლაპარაკობენ"
22-05-2023, 15:39
Aa Aa
გაზიარება:

ესპანური ვალენსიას ფეხბურთელმა ედისონ კავანიმ DAZN-სთან მიცემულ ინტერვიუში ნაპოლის შესახებ ისაუბრა - მოგეხსენებათ, ურუგვაელმა იტალიურ კლუბში 3 დიდებული სეზონი გაატარა.

ინტერვიუს განმავლობაში, 36 წლის თავდამსხმელმა აღნიშნა, რომ მისი შვილები ხვიჩასა და ოსიმენზე ძალიან ხშირად საუბრობენ და მათი კუმირიც ეს ორი ფეხბურთელია.

"ნეაპოლში დიდი ხანია არ დავბრუნებულვარ, მაგრამ ერთ დღეს იქ აუცილებლად ჩავალ.

ჩემი ორივე ვაჟ ნაპოლის ფანია. როცა ნაპოლი ვერ იგებს, გიჟდებიან. ისინი იქ დაიბადნენ და გაიზარდნენ, ქალაქში, რომელმაც მეც ბევრი რამ მომცა - ასე რომ, დიახ, ნაპოლის გულშემატკივრობენ.

მათი კუმირი? ისინი მუდამ კვარაცხელიასა და ოსიმენზე საუბრობენ, ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა რომ მათ ასეთი კუმირები ჰყავთ
", - განაცხადა კავანიმ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი