"ხვიჩას გამონათებები ნაპოლის უკეთესს ხდის" - უცხოური მედია კვარას აფასებს » სპორტის ხაზი

"ხვიჩას გამონათებები ნაპოლის უკეთესს ხდის" - უცხოური მედია კვარას აფასებს

"ხვიჩას გამონათებები ნაპოლის უკეთესს ხდის" - უცხოური მედია კვარას აფასებს
22-05-2023, 14:36
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, ნაპოლიმ სერია A-ს ერთ-ერთი ბოლო შეხვედრა გუშინ გამართა და ინტერი მარადონაზე 3:1 დაამარცხა.

ამ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიამ მონაწილეობა 82 წუთით მიიღო. აი, როგორ შეაფასეს ქართველი შემტევის თამაში უცხოურ მედიაში:

Eurosport - "მისთვის გამწესებულ ბელანოვას გვერდი არაერთხელ აუარა მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად რამდენიმე კაცის მეურვეობის ქვეშაა."

Tuttonapoli - "თამაშის განვითარებაში სასარგებლო მნიშვნელობის ფეხბურთელია. ინტერთან მატჩისას ანდრე ონანამ ხვიჩას არ გაატანინა, თუმცა ანგისას გოლისას კვარაცხელიას გავლენა იგრძნობოდა."

Goal - "ხვიჩა კვარაცხელიას გამონათებები ნაპოლის საშუალებას აძლევს, რომ უკეთეს გუნდად იქცეს."

Calciomercato - "ქართველი ფეხბურთელი ინტერის მცველებისთვის დაუცხრომელი თავის ტკივილია, მას რამდენიმე კაცის წინაშე თამაში არ აშინებს."


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი