ბორდო ზურიკო დავითაშვილს სეზონის ბოლოს დინამო ბათუმიდან გამოისყიდის! » სპორტის ხაზი

ბორდო ზურიკო დავითაშვილს სეზონის ბოლოს დინამო ბათუმიდან გამოისყიდის!

ბორდო ზურიკო დავითაშვილს სეზონის ბოლოს დინამო ბათუმიდან გამოისყიდის!
22-05-2023, 14:10
Aa Aa
გაზიარება:

ზურიკო დავითაშვილი ბორდოში მშვენიერ სეზონს ატარებს, რისი თქმაც ბოლო პერიოდში კიდევ უფრო აქტუალური და ლოგიკური გახდა, რაც ქართველი ფეხბურთელის საოცარმა პროდუქტიულობამ განაპირობა.

დავითაშვილის კარგი თამაში არ გამორჩენია ბორდოს დამრიგებელს, დავიდ გიონს, რომელმაც ზურიკოს შესახებ ლავალთან გამართული მატჩის შემდეგ დადებით კონტექსტში ისაუბრა:

"მიმაჩნია, რომ მასთან ბოლო ხანებში მშვენივრად ვიმუშავეთ, რამაც შედეგი გამოიღო. ზურიკო დავითაშვილი არის მოთამაშე, რომელსაც საკუთარი სისწრაფით, ტექნიკითა და ძლიერი დარტყმით გუნდისთვის უამრავი დადებითი სიახლის მოტანა შეუძლია. გარდა ამისა, მის თამაშში ისიც მომწონს, რომ საჯარიმოში დამჯდარი გონებით თამაშობს, ეს უდიდესი პლუსია. მიუხედავად იმისა, რომ ზურიკო ჯერ საკმაოდ ახალგაზრდაა, მას ეროვნულ გუნდში უკვე 30-მდე შეხვედრა აქვს გამართული, შესაბამისად, ეს გამოცდილება მან თანაგუნდელებსაც უნდა გაუნაწილოს და განვითარებაში დაეხმაროს, მას ამ პასუხისმგებლობას ვაკისრებ." - თქვა გიონმა

მოკლედ, საკმაოდ დიდია იმის შანსი, რომ სეზონის დასრულების შემდეგ ბორდომ ზურიკო დინამო ბათუმიდან 1.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ გამოისყიდოს და მომდევნო სეზონშიც მასზე დიდი იმედები დაამყაროს განურჩევლად იმისა თუ სად ითამაშებს ფრანგული კლუბი, ლიგა 1-ში თუ 2-ში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი