VIDEO: ქუთაისის ტორპედომ ახალი მთავარი მწვრთნელი სტივ კინი ოფიციალურად წარადგინა » სპორტის ხაზი

VIDEO: ქუთაისის ტორპედომ ახალი მთავარი მწვრთნელი სტივ კინი ოფიციალურად წარადგინა

VIDEO: ქუთაისის ტორპედომ ახალი მთავარი მწვრთნელი სტივ კინი ოფიციალურად წარადგინა
21-05-2023, 23:35
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, ქუთაისის ტორპედოს ამიერიდან შოტლანდიელი მთავარი მწვრთნელი სტივ კინი ჩაიბარებს.

"55 წლის კინი პრემიერლიგაში ნამუშევარი პირველი მწვრთნელია, რომელიც საქართველოს ჩემპიონატში იმუშავებს, მას მდიდარი სამწვრთნელო გამოცდილება აქვს, სტივ კინის კარიერა ინგლისურ, შოტლანდიურ და ავსტრალიურ კლუბებში საქმიანობას იტევს. ასევე აქვს სანაკრებო გამოცდილებაც.

საფეხბურთო კლუბებში წლების მანძილზე, მენეჯმენტის კუთხით სხვა და სხვა წამყვან პოზიციებზეც უმუშავია. განსაკუთრებული საფეხბურთო ავტორიტეტითა და პროფესიონალიზმით გამორჩევა ბრიტანეთში, სადაც მას ისეთი სპეციალისტები აფასებენ, როგორებიც სერ ალექს ფერგიუსონი, ჟოზე მოურინიო, როი ჰოჯსონი და კრეიგ ბრაუნი არიან
", - წერია ტორპედოს განცხადებაში.

იმერულმა კლუბმა ცოტა ხნის წინ პრესკონფერენციაც გამართა და ახალი მთავარი მწვრთნელი, რომელსაც სადებიუტო შეხვედრა დინამო თბილისის წინააღმდეგ ექნება, გულშემატკივრებს წარუდგინა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი