ნაპოლი ბეტოს მიუბრუნდა - პორტუგალიელი კვარას თანაგუნდელი ხდება? » სპორტის ხაზი

ნაპოლი ბეტოს მიუბრუნდა - პორტუგალიელი კვარას თანაგუნდელი ხდება?

ნაპოლი ბეტოს მიუბრუნდა - პორტუგალიელი კვარას თანაგუნდელი ხდება?
22-05-2023, 15:40
Aa Aa
გაზიარება:

როგორც დაიწერა, ნაპოლი საზაფხულო პერიოდში კლუბის გაძლიერებას აპირებს, ერთ-ერთი ვარიანტი კი უდინეზეს პორტუგალიელი ფორვარდი ბეტოა.

ნეაპოლური გუნდის ინსაიდერის, ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით დე ლაურენტისი ბეტოში 25 მილიონის გადახდას აპირებს, თუმცა უდინეზეს მასში 35 მილიონი ევრო სურს, როგორც ეს პორტუგალიელის გამოსასყიდ თანხადაა მითითებული.

აღსანიშნავია, რომ ნაპოლისა და ბეტოს შესახებ ჯერ კიდევ რამდენიმე თვით ადრე იწერებოდა, თუმცა ყველასთვის მოულოდნელად მაშინ სიტუაცია აღარ გაღრმავებულა, ახლა კი ნაპოლი პორტუგალიელს მიუბრუნდა და მის ყიდვასაც ცდილობს.

ცნობისთვის, ბეტომ სერია A-ს მიმდინარე სეზონში უდინეზეს მაისურით 10 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე პასი მიითვალა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი