ბენზემას პირისპირ - მამარდაშვილს რეალის წინააღმდეგ მორიგი გამოცდა ექნება » სპორტის ხაზი

ბენზემას პირისპირ - მამარდაშვილს რეალის წინააღმდეგ მორიგი გამოცდა ექნება

ბენზემას პირისპირ - მამარდაშვილს რეალის წინააღმდეგ მორიგი გამოცდა ექნება
21-05-2023, 12:08
Aa Aa
გაზიარება:

ესპანეთის ჩემპიონატის 35-ე ტურის შეხვედრაში გიორგი მამარდაშვილის ვალენსია მადრიდის რეალს უმასპინძლებს და შეეცდება, რომ უმნიშვნელოვანესი ქულები რთული მეტოქის დამარცხებით მოიპოვოს.

ქართველი მეკარის გუნდი ლა ლიგის მე-16 პოზიციას 37 ქულით იკავებს და გასავარდნ ზონას მხოლოდ და მხოლოდ 2 ქულით აღემატება, თავად ჩემპიონატის დასრულებამდე კი 4 შეხვედრაა დარჩენილი, რომლებსაც ვალენსია მალიორკასთან (გასვლა), ესპანიოლთან (სახლი) და ბეტისთან (გასვლა) გამართავს.

აღსანიშნავია, რომ გიორგი მამარდაშვილს რეალთან აქამდე სამჯერ უთამაშია და სამივე შეხვედრაში გამარჯვება სამეფო გუნდს დარჩა, ვალენსიას ქართველმა მეკარემ კი ჯამურად 5 გოლი გაუშვა.

ცხადია, იმის ფონზე, რომ მამარდაშვილის ტრანსფერით არაერთი ცნობილი კლუბი ინტერესდება, მის დღევანდელ შეხვედრას არაერთი სკაუტი გამადიდებელი შუშით დააკვირდება. ამდენად, იმედი დავიტოვოთ, რომ ქართველი მეკარე რეალის წინააღმდეგ უმაღლეს დონეზე ითამაშებს და მისი გუნდი ქულების მოპოვებას შეძლებს.

მატჩის ყურება აქ შეგეძლებათ

ბენზემას პირისპირ - მამარდაშვილს რეალის წინააღმდეგ მორიგი გამოცდა ექნება


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი