მიზეზი ტრავმაა - ჩაანაცვლებს თუ არა ელმასი კვარაცხელიას ინტერთან? » სპორტის ხაზი

მიზეზი ტრავმაა - ჩაანაცვლებს თუ არა ელმასი კვარაცხელიას ინტერთან?

მიზეზი ტრავმაა - ჩაანაცვლებს თუ არა ელმასი კვარაცხელიას ინტერთან?
21-05-2023, 10:40
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, ნაპოლი იტალიის ჩემპიონატის მომდევნო შეხვედრას სიმონე ინძაგის ინტერის წინააღმდეგ დღეს გამართავს, მატჩი 20:00 საათზეა ჩანიშნული.

ამავე შეხვედრამდე სტატიას აქვეყნებს Calcionapoli, რომელსაც მიაჩნია, რომ ვარჯიშზე მიღებული დაზიანების გამო, ხვიჩას ინტერთან სასტარტოში ელიფ ელმასი ჩაანაცვლებს:

"ქართველმა შემტევმა ერთ-ერთ ბოლო ვარჯიშზე ტრავმა მიიღო, რაც გვაფიქრებინებს, რომ მის ნაცვლად ნერაძურისთან სასტარტო XI-ში ელიფ ელმასი დაიწყებს." - წერს ვებგვერდი

შეგახსენებთ, რომ ნაპოლიმ მიმდინარე სერია A-ში პირველი მარცხი სწორედ ინტერთან იწვნია, შესაბამისად, სპალეტის გუნდს რევანში აქვს ასაღები, თავად ინტერს კი ქულები ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოსახვედრად სჭირდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი