ოფიციალურად | მანჩესტერ სიტი პრემიერ ლიგის გამარჯვებული გახდა! » სპორტის ხაზი

ოფიციალურად | მანჩესტერ სიტი პრემიერ ლიგის გამარჯვებული გახდა!

ოფიციალურად | მანჩესტერ სიტი პრემიერ ლიგის გამარჯვებული გახდა!
20-05-2023, 23:12
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ნოტინგემისა და ლონდონის არსენალის შეხვედრა, სადაც მეთოფეები 1:0 დამარცხდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ მან.სიტი პრემიერ ლიგის გამარჯვებული ოფიციალურად გახდა!

ამ ეტაპზე არტეტას გუნდს 81 ქულა აქვს, სიტის 85, ჩემპიონატის დასრულებამდე კი მხოლოდ და მხოლოდ 1 მატჩია დარჩენილი, რომელსაც უკვე ინტერესი დაეკარგა.

საგულისხმოა, რომ პეპ გვარდიოლამ ბოლო 6 წლის განმავლობაში პრემიერ ლიგის მოგება სიტისთან ერთად 5-ჯერ მოახერხა, რაც დაუჯერებელი მაჩვენებელია!

ცნობისთვის, თავად მან.სიტი მომდევნო შეხვედრას (უკვე ფორმალურად) ხვალ გამართავს, მეტოქე კი ჩელსი იქნება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი