იქნება თუ არა ჩაკვეტაძე კვირას გასამართი მატჩისთვის მზად? - ვლადიმერ ვაისის კომენტარი » სპორტის ხაზი

იქნება თუ არა ჩაკვეტაძე კვირას გასამართი მატჩისთვის მზად? - ვლადიმერ ვაისის კომენტარი

იქნება თუ არა ჩაკვეტაძე კვირას გასამართი მატჩისთვის მზად?  - ვლადიმერ ვაისის კომენტარი
7-10-2022, 12:10
Aa Aa
გაზიარება:

კონფენრეს ლიგის მე-3 ტურის შეხვედრაში, ქართველების სლოვან ბრატისლავა სტუმრად ბაზელს დაუპირისპირდა და მეტოქე 0:2 დაამარცხა.

ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა გიორგი ჩაკვეტაძემ, რომელმაც ორივე გოლის ეპიზოდში თანაგუნდელებს ბრწყინვალე საგოლე გადაცემები გაუკეთა, თუმცა მატჩის მე-60 წუთზე მიკრო ტრავმის გამო, ვლადიმერ ვაისმა გიორგი შეცვალა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, სლოვაკმა სპეციალისტმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ იმ მოთამაშეებს, ვინც ბაზელთან მატჩში მცირე ტრავმები მიიღო, კვირას გასამართი შეხვედრისთვის დაასვენებს - ასე რომ, არ არის გამორიცხული ჩაკვეტაძე "ტრენჩინთან" მატჩში განაცხადშიც ვერ ვიხილოთ.

ცნობისთვის, 3 ტურის შემდეგ, სლოვან ბრატისლავა კონფერენს ლიგის H ჯგუფში, 4 ქულით მე-3 პოზიციას იკავებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი