ნაპოლი - ინტერი | არის თუ არა ხვიჩა სავარაუდო XI-ში? » სპორტის ხაზი

ნაპოლი - ინტერი | არის თუ არა ხვიჩა სავარაუდო XI-ში?

ნაპოლი - ინტერი | არის თუ არა ხვიჩა სავარაუდო XI-ში?
21-05-2023, 12:45
Aa Aa
გაზიარება:

ნაპოლი იტალიის ჩემპიონატში მომდევნო შეხვედრას მარადონაზე ხვალ გამართავს, მეტოქე კი სიმონე ინძაგის ინტერი იქნება.

აღსანიშნავია, რომ სატურნირო ინტრიგის გაუფერულების მიუხედავად, ამ შეხვედრას ინტერესი მაინც გააჩნია, თანაც საკმაოდ დიდი.

საქმე ისაა, რომ ნაპოლის პირველ წრეში განცდილი მარცხისთვის რევანში აქვს ასაღები, ინტერი კი ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოსახვედრად იბრძვის.

გთავაზობთ ორივე გუნდის სავარაუდო XI-ებს:

ნაპოლი - მერეტი | დი ლორენცო, რაჰმანი, კიმი, ოლივერა | ლობოტკა, ანგისა, ჟიელინსკი | ელმასი, ოსიმენი, კვარაცხელია.

ინტერი - ჰანდანოვიჩი | დ'ამბროსიო, აჩერბი, ბასტონი, დუმფრისი, დიმარკო | ბარელა, ბროზოვიჩი, ჩალჰანოღლუ | კორეა, ლუკაკუ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი