"ნიჭი ნათელია, თუმცა გოლი ისევ ვერ გააქვს" - ბელგიური მედია ჩაკვეტაძეზე » სპორტის ხაზი

"ნიჭი ნათელია, თუმცა გოლი ისევ ვერ გააქვს" - ბელგიური მედია ჩაკვეტაძეზე

"ნიჭი ნათელია, თუმცა გოლი ისევ ვერ გააქვს" - ბელგიური მედია ჩაკვეტაძეზე
20-05-2023, 17:21
Aa Aa
გაზიარება:

ბელგიურ საფეხბურთო პრესაში დროთა განმავლობაში იმ მოთამაშეების შესახებ ქვეყნდება სტატიები, რომლებიც ამავე ქვეყნის კლუბების წევრები არიან, თუმცა იჯარის წესით საზღვარგარეთ თამაშობენ. სწორედ ასეთია გიორგი ჩაკვეტაძე, რომლის შესახებაც დღეს Voetbalprimeur-მა დაწერა:

"იყო პერიოდი, როდესაც გიორგი ჩაკვეტაძეს შეეძლო, რომ გენტის გულშემატკივართა საყვარელი ფეხბურთელი გამხდარიყო, თუმცა მიღებულმა ტრავმებმა ყველაფერი უარესობისკენ შეცვალა და ჩაკვეტაძის იმედებიც დაამსხვრია. მიუხედავად ამისა, ქართველი ფეხბურთელი იჯარის წესით სლოვაკეთის ჩემპიონატში, კერძოდ სლოვან ბრატისლავაში გადაბარგდა და მის კარიერაში გამონათება კვლავ დაიწყო."

"გიორგი ჩაკვეტაძემ სლოვანის შემადგენლობაში მშვენიერი სეზონი ჩაატარა, განსაკუთრებით კი ევროპის მასშტაბით. გიორგიმ კონფერენს ლიგაზე თავი კარგი თამაშით დაგვამახსოვრა, თუმცა ქართველს მოუშორებელი პრობლემა კვლავ გააჩნია, - ის გოლებს კვლავ ვერ იტანს. ჩაკვეტაძემ ევროთასებზე სულ 14 შეხვედრა გამართა, მეტოქის კარი კი ვერაფრით აიღო."
- წერს ბელგიური გამოცემა

ცნობისთვის, ქართველ ტალანტს იჯარა სლოვანთან მიმდინარე სეზონის ბოლოს უმთავრდება. აქვე გეტყვით იმასაც, რომ გიორგი ჩაკვეტაძეს კარიერის გაგრძელება როგორც ვენის რაპიდში, ისე შოტლანდიურ აბერდინში შეუძლია, რომელთაც ქართველი ნახევარმცველი ბოლო პერიოდის განმავლობაში აქტიურად დაუკავშირეს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი