"გარემარბები სტატიკურები იყვნენ" - პოლ სქოულზი ერიკ ტენ ჰაგს დაეთანხმა » სპორტის ხაზი

"გარემარბები სტატიკურები იყვნენ" - პოლ სქოულზი ერიკ ტენ ჰაგს დაეთანხმა

"გარემარბები სტატიკურები იყვნენ" - პოლ სქოულზი ერიკ ტენ ჰაგს დაეთანხმა
7-10-2022, 20:00
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ, "ევროპა ლიგაზე" ერიკ ტენ ჰაგის გუნდმა მორიგი შეხვედრა გამართა და ამჯერად "ომონიას" დაუპირისპირდა. შეხვედრა კვიპროსელთა სტადიონზე გაიმართა, სადაც დაძაბულ ბრძოლაში ინგლისელებმა 2:3 იმარჯვეს.

მატჩის შემდეგ ერიკ ტენ ჰაგმა თქვა, რომ მისი გარემარბები სტატიკურად თამაშობდნენ, რასაც პოლ სქოულზიც დაეთანხმა და თან დაამატა:

"გარემარბები მართლაც სტატიკურები იყვნენ. მაგალითად, ჯეიდონ სანჩო უკან არასდროს მირბის და მას ნამდვილად სჭირდება სწრაფი მარცხენა მცველი ან თავდამსხმელი, რომელთანაც დაკავშირებას და შეთამაშებას შეძლებს. ამ წუთისთვის, ინგლისელი ამ ასპექტში მოიკოჭლებს. გარდა ამისა, იგივეს ვიტყვი ანტონიზეც, რომელიც უკან არასდროს იხევს და ცოტა ცალმხრივადაც თამაშობს. ბრაზილიელს ხან სიღრმისკენ მიაქვს ბურთი, ურტყამს ან უკანა მცველისკენ პასს აკეთებს. მას განვითარება სჭირდება და ერთი ტრიუკის ფეხბურთელს არ უნდა ჰგავდეს", - პოლ სქოულზი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი