უცნაური გარიგება - ლაციო და ნაპოლი სპორტულ დირექტორებს გაცვლიან? » სპორტის ხაზი

უცნაური გარიგება - ლაციო და ნაპოლი სპორტულ დირექტორებს გაცვლიან?

უცნაური გარიგება - ლაციო და ნაპოლი სპორტულ დირექტორებს გაცვლიან?
19-05-2023, 20:20
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, ბოლო ხანს იტალიური მედია ნაპოლის სპორტული დირექტორის, კრისტიანი ჯუნტოლის შესახებ არაერთ სტატიას აქვეყნებს, რომელთა მიხედვითაც ჯუნტოლიმ ნეაპოლური კლუბი სეზონის ბოლოს უნდა დატოვოს და იუვენტუსში გადაბარგდეს.

Spazio Napoli-ს ინფორმაციით, ტურინელების გარდა ჯუნტოლის გადაბირებით ლაციოც ინტერესდება, რომელსაც თავის სპორტულ დირექტორთან, კერძოდ იგლი ტარესთან არც ისე კარგი ურთიერთობა აქვს.

საქმე ეხება მაურიციო სარის, ლაციოს მთავარ მწვრთნელს, რომელსაც იგლის მუშაობა არ მოსწონს და კლუბის ხელმძღვანელობას მის შეცვლას ურჩევს. თავის მხრივ, როგორც ტარეს, ისე ჯუნტოლის ახალი გამოცდილების მიღება სურთ და არ არის გამორიცხული, რომ კლუბებმა სპორტული დირექტორები ერთანეთში გაცვალონ და მოგება თანაბრად ნახონ.

ცნობისთვის, კრისტიანო ჯუნტოლი ნეაპოლურ გუნდში მთელი 8 წლის განმავლობაში მუშაობდა და საკმაოდ დიდია იმის შანსი, რომ მან ნაპოლი სეზონის ბოლოს დატოვოს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი