"არაა საჭირო, რომ ხვიჩას ეპიზოდს ვიხსენებდეთ" - სტეფანო პიოლი » სპორტის ხაზი

"არაა საჭირო, რომ ხვიჩას ეპიზოდს ვიხსენებდეთ" - სტეფანო პიოლი

"არაა საჭირო, რომ ხვიჩას ეპიზოდს ვიხსენებდეთ" - სტეფანო პიოლი
20-05-2023, 17:55
Aa Aa
გაზიარება:

მილანი იტალიის ჩემპიონატის მომდევნო შეხვედრას სან სიროზე დღეს, 22:45-ზე გამართავს, მეტოქე კი სამპდორია იქნება.

გენუური გუნდის წინააღმდეგ გასამართი მატჩისთვის მილანის დამრიგებელმა, სტეფანო პიოლიმ არაერთი საკითხი მიმოიხილა. საგულისხმოა, რომ ერთ-ერთ მომენტში პიოლიმ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში ხვიჩა კვარაცხელიას პირველივე წუთებზე განიავებული ეპიზოდი გაიხსენა:

"ვფიქრობ, ჩვენსა და ინტერს შორის უდიდესი განსხვავება ორივე მატჩის პირველმა წუთებმა შექმნა. საქმე ისაა, რომ პირველ შეხვედრაში 2 გოლი ძალიან მალე გავუშვით, განმეორებით თამაშში კი ანალოგიურის გაკეთება ჩვენ შეგვეძლო, თუმცა მომენტები გავანიავეთ. მიუხედავად ამისა, უკან ყურებას აზრი არ აქვს, რადგან ასე ნაპოლის 100%-იან საგოლე ეპიზოდამდე მივალთ, რომელიც მათ ჩვენს წინააღმდეგ 1/4 ფინალის პირველ შეხვედრაში ჰქონდათ." - თქვა პიოლიმ

შეგახსენებთ, რომ მილანი იტალიის სერია A-ს ცხრილის მეხუთე ადგილს 61 ქულით იკავებს და ჩემპიონთა ლიგის ზონას 4 ქულით ჩამორჩება, ტურნირის დასრულებამდე კი 3 მატჩია დარჩენილი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი