"მოაწერეთ ხელი, ჰოლანდი ლიგიდან გავრიცხოთ" - რისთვის შექმნეს გულშემატკივრებმა პეტიცია? » სპორტის ხაზი

"მოაწერეთ ხელი, ჰოლანდი ლიგიდან გავრიცხოთ" - რისთვის შექმნეს გულშემატკივრებმა პეტიცია?

"მოაწერეთ ხელი, ჰოლანდი ლიგიდან გავრიცხოთ" - რისთვის შექმნეს გულშემატკივრებმა პეტიცია?
7-10-2022, 18:30
Aa Aa
გაზიარება:

ინგლისელმა გულშემატკივრებმა სახალისო პეტიცია შექმნეს, სადაც მთავარი პერსონაჟი "მანჩესტერ სიტის" შეუჩერებელი ვარსკვლავი და გოლეადორი ერლინგ ჰოლანდია.

პეტიციაში წერია, რომ თუ ვინმეს სურს ჰოლანდის, როგორც რობოტის "პრემიერ ლიგიდან" მოკვეთა, მაშინ მას ხელი უნდა მოაწეროს. რასაკვირველია, მსგავსი ტიპის მოქმედებები კომიკური და არასერიოზულია, თუმცა იმის თქმა ნამდვილად შეიძლება, რომ ჰოლანდისთვისაც ინგლისური მეტოქეები ჯერჯერობით არასერიოზულ ძალას წარმოადგენენ. ფაქტია, რომ ნორვეგიელს ვერ აჩერებენ და მას "პრემიერ ლიგის" 8 თამაშში უკვე 14 გოლი და 3 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.

შეგახსენებთ, რომ ჰოლანდის მომდევნო მატჩი, 8 ოქტომბერს საშინაო არენაზე "საუთჰემპტონის" წინააღმდეგ გაიმართება, რომელსაც ბოლო პერიოდში გამანადგურებელი ანგარიშით არაერთხელ წაუგია..


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი