ლივერპულიც გამოჩნდა - კლოპის გუნდი კიმის მანჩესტერისთვის წართმევას აპირებს? » სპორტის ხაზი

ლივერპულიც გამოჩნდა - კლოპის გუნდი კიმის მანჩესტერისთვის წართმევას აპირებს?

ლივერპულიც გამოჩნდა - კლოპის გუნდი კიმის მანჩესტერისთვის წართმევას აპირებს?
19-05-2023, 15:11
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, ბოლო პერიოდში საკმაოდ ბევრი იწერება იმის შესახებ, რომ მანჩესტერ იუნაიტედის წარმომადგენლები ნაპოლის კორეელ მცველს, კიმ მინ-ჯეს ტრანსფერზე შეუთანხმდნენ და ყველაფერი ოფიციალურად ცნობილი სეზონის დასრულებისას გახდება.

ამის პარალელურად, RMC Sport-მა დაწერა, რომ საქმეში ლივერპულიც გამოჩნდა, რომელმაც აურელიო დე ლაურენტისს კიმის ყიდვის შესახებ წინადადებით უკვე მიმართა.

როგორც იწერება, მერსესაიდელები დაცვის ხაზში სერიოზულ გაძლიერებას აპირებენ, მათთვის კი ნაპოლის ფეხბურთელი განსავითარებლად შესანიშნავი ვარიანტია როგორც თამაშის ხარისხის, ისე ასაკისა და ფასის მიხედვით.

ცნობისთვის, კიმ მინ-ჯეს ნაპოლისთან კონტრაქტი კიდევ 2 წლით აკავშირებს, მისი ამჟამინდელი სატრანსფერო ღირებულება კი 50 მილიონი ევრო გახლავთ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი