ESPN-მა ხვიჩა კვარაცხელია პარი სენ-ჟერმენს დაუკავშირა! » სპორტის ხაზი

ESPN-მა ხვიჩა კვარაცხელია პარი სენ-ჟერმენს დაუკავშირა!

ESPN-მა ხვიჩა კვარაცხელია პარი სენ-ჟერმენს დაუკავშირა!
18-05-2023, 15:51
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, 2022/2023 წლების საფეხბურთო სეზონი დასასრულს უახლოვდება, სატრანსფერო სიახლეების შესახებ კი ინფორმაციის ნაკადი სულ უფრო და უფრო იმატებს.

მაგალითისთვის, ცნობილმა ამერიკულმა გამოცემამ, კერძოდ ESPN-მა პარი სენ-ჟერმენის სატრანსფერო გეგმების შესახებ დაწერა, რომ კლუბმა გარემარბის პოზიციაზე ფეხბურთელის შეძენისთვის ზაფხულში უნდა იაქტიუროს, მიზნად კი ან რაფაელ ლეაოს, ან ხვიჩა კვარაცხელაის ყიდვა დაისახოს.

იმის გათვალისწინებით, რომ რაფა ლეაომ მილანთან კონტრაქტი რამდენიმე ხნის წინ უკვე გაახანგრძლივა, პარი სენ-ჟერმენისთვის ერთადერთ რეალურ ვარიანტად სწორედ ქართველი ფეხბურთელი რჩება, რომელსაც ბრაზილიელი ნეიმარის ჩანაცვლება შეეძლება:

"ჯერჯერობით უცნობია თუ რა პოლიტიკას გაატარებს პარიზული კლუბი ზაფხულში. მიუხედავად ამისა, დიდია იმის შანსი, რომ სეზონის ბოლოს პსჟ ნეიმარმა და მესიმ დატოვონ, რომელთა ვარსკვლავებით ჩანაცვლებაც პარიზულ გუნდს დანამდვილებით მოუწევს."

"პარი სენ-ჟერმენის ერთ-ერთი ვარიანტი რაფაელ ლეაო იყო, თუმცა მან მილანთან ხელშეკრულება განაახლა და გეგმები ბოლომდე დაიმსხვრა. ამიტომ, პსჟ-ისთვის რეალური ვარიანტი ახლა ხვიჩა კვარაცხელიაა, რომლის 100 მილიონი ევრო ნასერ ალ-ხელაიფის სულაც არ უნდა აშინებდეს. ხვიჩა კვარაცხელიას აქვს საკუთარი სათამაშო სტილი, პრესინგის კარგი უნარი და მონაცემები. ასევე, რაც ყველაზე მთავარია ქართველს საკუთარი მენტალიტეტი აქვს, ეს კი პსჟ-ს ნამდვილად აკლია."
- წერს გამოცემა


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი