საქართველოს ეროვნული ნაკრების და ანორთოსისის მეკარე გიორგი ლორია შესაძლოა ეროვნულ ლიგაში დაბრუნდეს - ინფორმაციას ამის თაობაზე Geo Team ავრცელებს და ირწმუნება, რომ თბილისის დინამოსა და 37 წლის მეკარეს შორის პირველი კონტაქტი უკვე შედგა.
"დინამო თბილისი აქტიურად მუშაობს საქართველოს ნაკრების მეკარის გიორგი ლორიას დამატებაზე.
იქედან გამომდინარე, რომ სეზონის ბოლოს ლორიას ანორთოსისიდან წამოსვლის შანის მაღალია, კლუბსა და ფეხბურთელს შორის სატელეფონო საუბარი უკვე შედგა. შეთანხმების ალბათობა მაღალია.
გიორგი ჭიაბრიშვილს ევროტურნირების წინ მეკარის პოზიციაზე გარისკვა არ სურს და მისი სურვილი კლუბში გამოცდილი ფეხბურთელის დამატებაა", - წერს Geo Team.