ბრწყინვალე გიორგი - მამარდაშვილი ლა ლიგის ტურის საუკეთესო მეკარედ დასახელდა! » სპორტის ხაზი

ბრწყინვალე გიორგი - მამარდაშვილი ლა ლიგის ტურის საუკეთესო მეკარედ დასახელდა!

ბრწყინვალე გიორგი - მამარდაშვილი ლა ლიგის ტურის საუკეთესო მეკარედ დასახელდა!
18-05-2023, 15:08
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ვალენსიას მეკარე გიორგი მამარდაშვილი ესპანეთის ჩემპიონატის ტურის საუკეთესო მეკარედ დასახელდა!

ესპანეთის ჩემპიონატის 34-ე ტურში "ღამურები" ვიგოში ადგილობრივ სელტას ესტუმრნენ და მეტოქე 1:2 დაამარცხეს, სადაც გიორგი მამარდაშვილმა შესანიშნავი მატჩი ჩაატარა, 5 ბურთი მოიგერია და ტურის საუკეთესოდაც დასახელდა.

საგულისხმოა, რომ ქართველ მეკარეს ეს ჯილდო სეზონში უკვე მეორედ ერგო, 22 წლის ფეხბურთელმა პირველჯერ ეს მე-20 ტურში ჟირონასთან შეხვედრაში მოახერხა.

ცნობისთვის, გიორგი მამარდაშვილის ვალენსია ლა ლიგის ცხრილის მე-14 პოზიციას 37 ქულით იკავებს და გასავარდნ ზონას მხოლოდ 3 ქულით უსწრებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.