"რომ არა არტეტა, არსენალში ახლაც არ ვიქნებოდი", - ჯაკას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია » სპორტის ხაზი

"რომ არა არტეტა, არსენალში ახლაც არ ვიქნებოდი", - ჯაკას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია

"რომ არა არტეტა, არსენალში ახლაც არ ვიქნებოდი", - ჯაკას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
17-05-2023, 19:52
Aa Aa
გაზიარება:

უკვე თითქმის გადაწყვეტილი ა, რომ გრანიტ ჯაკა არსენალთან კონტრაქტს, რომელიც 2024 წლის ზაფხულში ეწურება აღარ გაახანგრძლივებს.

მეტიც, ადგილობრივი გამოცემების თანახმად, ჯაკა კლუბის დატოვებას ამ ზაფხულშიც განიხილავს, მიუხედავად იმისა, რომ არსენალს ფეხბურთელის შენარჩუნება კვლავ სურს - ყველაფერი მსურველი კლუბის აქტიურობაზე იქნება დამოკიდებული, გერმანულ Transfermarkt-ს კი 30 წლის შუახაზელი 28 მილიონ ევროდ ჰყავს შეფასებული.

ცოტა ხნის წინ, შვეიცარიელმა ნახევარმცველმა თავადვე დაადასტურა, რომ არა მიკელ არტეტა ის არსენალში არც ახლა იქნებოდა:

"არსენალში ერთი ბიჭი იყო, ვისაც ჩემი აქ დარჩენა სურდა და მისი სახელი მიკელ არტეტაა - მე ყოველთვის მხარს დავუჭერ მას, არ აქვს მნიშვნელობა თუ რა მოხდება მომავალში. მის გარეშე 100%-ით ვარ დარწმუნებული, რომ ამჟამად კლუბში არ ვიქნებოდი.

მას ყოველივე ეს იცის, რადგან არტეტასთან ძალიან კარგი და გულწრფელი ურთერთობა მაქვს. მოედანზე რა ხდება მნიშვნელობა არ აქვს, მე არასდროს ვიქნები მის წინააღმდეგ და საზიანოს არაფერს ვიტყვი.

ის პატივისცემას ჩემგანაც და ჩემი ოჯახიდანაც იმსახურებს, უკვე ფაქტიურად წასული ვიყავი და მაისურის ჩაცმა აღარ მსურდა, თუმცა მან ეს გრძნობა კვლავ დამიბრუნა
", - განაცხადა ჯაკამ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი