კიმ მინ ჯეს აგენტმა კორეელი მცველის მანჩესტერ იუნაიტედში შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა » სპორტის ხაზი

კიმ მინ ჯეს აგენტმა კორეელი მცველის მანჩესტერ იუნაიტედში შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა

კიმ მინ ჯეს აგენტმა კორეელი მცველის მანჩესტერ იუნაიტედში შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
17-05-2023, 19:44
Aa Aa
გაზიარება:

მანჩესტერ იუანიტედი არის ერთ-ერთი კლუბი, რომლის სახელიც ნაპოლის კორეელი მცველის, კიმ მინ ჯეს ირგვლივ ბოლო კვირეების განმავლობაში იხსენება.

არაერთმა გამოცემამ უკვე დაწერა, რომ წითელმა ეშმაკებმა ცენტრალურ მცველთან შეთანხმებას მიაღიწეს და ზაფხულში კიმი ინგლისში გადაბარგდებოდა, თუმცა გავრცელებული ჭორები თავად ფეხბურთელის აგენტმა Star News-თან საუბრისას უარყო.

"მანჩესტერ იუნაიტედთან ტრანსფერის შეთანხმება სიამრთლეს არ შეესაბამება - ამჟამად კიმი მხოლოდ სეზონის დასრულებაზეა ორიენტირებული", - განაცხადა კიმის აგენტმა.

ცნობისთვის, იუნაიტედი ერთადერთი კლუბი არ არის, ვინც კიმ მინ ჯეს ტრანსფერით დაინტერესდა. ნიჭიერი მცველის შეძენას ჩელსი, ლივერპული, ტოტენჰემი და პსჟ შეეცდებიან, ზემოთჩამოთვლილმა კლუბებმა თავიანთი სკაუტები უკვე გაგზავნეს კორეელი ფეხბურთელის შესამოწმებლად.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი